სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 24 ახალი მანქანა შეემატა (ფოტოკოლაჟი)

24 ახალი მანქანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს – ჯანდაცვის სამინისტრომ სამსახურის ავტოპარკის განახლება დაიწყო.
ღონისძიებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი დაესწრნენ.
სამედიცინო წესით აღჭურვილი, “FORD”-ის მარკის ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდება. სახელმწიფომ 180 ახალი ავტომანქანა შეიძინა, რისთვისაც ჯამში 11 მილიონამდე ლარი გამოყო. “ეს არის თანამედროვედ აღჭურვილი მანქანები და ყველა პირობაა იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტების უსაფრთხოდ გადაყვანა. 2005 წელს რეგიონებში შევიდა „უაზის“ ტიპის ავტომანქანები, რომლებიც იყო გაუმართავი და ამავდროულად, წარმოადგენდა არა სახელმწიფო, არამედ სადაზღვევო კომპანიების კუთვნილებას. სერვისი იყო კატასტროფული. ავტომობილების უმრავლესობა იყო გაუმართავ მდგომარეობაში, რის გამოც, ვერ ხდებოდა პაციენტების უსაფრთხო გადაყვანა. იმის გამო, რომ გაუმართაობის მიზეზით მანქანა გზაში ჩერდებოდა, ყოფილა ფატალური შემთხვევებიც. ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება და ყველა რეგიონში იქნება თანამედროვე ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანები. ეს არის ჩვენი ჯანდაცვის პაკეტის შემადგენელი ნაწილი, რომლითაც ჩვენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას უზრუნველვყოფთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

10421577_743185049105907_5228107831679714934_n

10593010_743184972439248_6034295161682726860_n

10629564_743185052439240_2635926265208836894_n

10675612_743185119105900_5978625598366119224_n

10686785_743185105772568_6585618314930734559_n

10696413_743185032439242_5713322998893237641_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები