ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის მომხდარი ფაქტი საწყენია.
ამასთან, ღარიბაშვილი თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების საქმეებს შორის პარალელების გავლებას ნაჩქარევად მიიჩნევს.
“ძალიან ჩქარობთ, დაველოდოთ გამოძიებას. პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება ამ საქმეზე მუშაობა დაასრულოს და არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა.
უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები