ვაშლიჯვარში რადიოაქტიური აეროზოლების მონიტორინგის უახლესი სისტემა დამონტაჟდა

ვაშლიჯვარში, ატმოსფერულ ჰაერში რადიოაქტიური აეროზოლების მონიტორინგის უახლესი ავტომატური სისტემა დამონტაჟდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, უახლესი ავტომატური სისტემა სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით დამონტაჟდა.
სისტემის დამონტაჟების პროცესს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვლადიმერ ლაზარიშვილი დაესწრნენ.
სისტემის საშუალებით შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ჰაერის დიდი მოცულობის სინჯების აღება და გამა-ზონდის მეშვეობით ონლაინრეჟიმში აეროზოლების (იოდის, ქსენონის, კრიპტონის და სხვა) აქტივობის კონცენტრაციების განსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები