ცნობილი “კანონიერი ქურდი” შაქრო კალაშოვი ესპანეთიდან რუსეთში გაუშვეს

 

    მოსკოვში მოკლული კანონიერი ქურდის „დედ ჰასანის“ (ასლან უსოიანის) კრიმინალური იმპერიის მემკვიდრე ზაქარია (შაქრო) კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა. კალაშოვი, რომელიც სახელით შაქროა ცნობილი, ესპანეთიდან, სადაც ის ციხეში იჯდა, რუსეთში თვითმფრინავით ჩაიყვანეს, – იუწყება „რენ ტვ“. ლაინერი აეროპორტ „დომოდედოვოში“ დღეს დილით დაეშვა. „დომოდედოვოდან“ კი კანონიერი ქურდი შსს-ს სისხლის სამართლის ძიების მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
„რენ ტვ“-ს ცნობით, ოპერტიულ მუშაკებთან საუბრის შემდეგ 61 წლის შაქრო გაუშვეს, რადგან რუსეთის სამართალდამცავებს ამ დროისთვის კალაშოვის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
ზაქარია კალაშოვს ვიაჩესლავ ივანკოვის (იაპონჩიკის) და „დედ ჰასანის“ მკვლელობების შემდეგ № 1 „კანონიერ ქურდად“ მოიხსენიებდნენ. 2003 წელს სამჯერ ნასამართლევი შაქრო ესპანეთში ჩავიდა. 2 წლის შემდეგ მან სამართალდამცველებისგან, რომლებიც რუსული მაფიის წინააღმდეგ ოპერაციას ატარებდნენ, დამალვა შეძლო. 2006 წელს კალაშოვი არაბეთის ემირატებში დააკავეს, შემდეგ ის მადრიდში გადაიყვანეს. 2010 წელს ზაქარია კალაშოვს ფულის გათეთრების და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის გამო 7,5 წელი მიუსაჯეს და ჯარიმა 20 მილიონი ევროს ოდენობით დაუწესეს. კალაშოვის ექსტრადიციას რუსეთთან ერთად საქართველო ითხოვდა. საქართველოში შაქროს დაუსწრებლად 18 წელი მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები