“ფოტორეპორტიორების საქმეს”, შესაძლოა, გრიფი საიდუმლო მოეხსნას

 

   ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე იმედოვნებს, რომ ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფი უახლოეს მომავალში მოეხსნება. მისი თქმით, ამ საკითხზე პროკურატურის წარმომადგენლებთან კონსულტაციებიც გაიმართა.
“იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს გრიფი აეხსნება, სწორედ ეს იყო ჩვენი-ფოტორეპორტიორების პირველი მოთხოვნა და საბედნიეროდ დღეს დადგა ის მომენტი, როცა საჯარო უნდა გახდეს ეს საქმე. თითოეულმა ჩვენგანმა რეალურად უნდა გავიგოთ თუ რა მოხდა, არცერთმა არ ვიცით ჩვენი ჩვენების გარდა იმ საქმეში რა დევს“-განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
განცხადება იმის შესახებ, რომ ფოტორეპორტიორების საქმეს, შესაძლოა, გრიფით საიდუმლო მოეხსნას, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, საკითხი საქმეში მონაწილე პირებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები