გიორგი კვირიკაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანია უნდა გადადგეს

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავების ფაქტს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის მინისტრი თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.
რაც შეეხება იმას, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნების გამო უნდა აიღოს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ირაკლი ალასანიამ და უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის ასე არ ფიქრობს.
„მე არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანია უნდა გადადგეს. მგონია, რომ ის თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, უწყების მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები