ირაკლი ღარიბაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
როგორც პრემიერმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში ახალი იდეების და თანამშრომლობის გაზრდის გზების მოძიებას. ამ ფორუმის მიზანი იქნება დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა.
„აბრეშუმის გზის აღდგენა არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელიც მოიტანა „ცივი ომის“ დასრულებამ. პოტენციალი დიდია მთლიანად რეგიონისთვისაც, თუმცა პოტენციალის რეალობად ქცევა დიდ ძალისხმევას ითხოვს. საქართველო მზად არის, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა გზაჯვარედინზე და წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში.
ამ მიზნით, ნება მომეცით, გამოვიდე 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ შექმნის ინიციატივით. ჩვენი ხედვით, ეს იქნება აბრეშუმის გზის მომავლით დაინტერესებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში.
ეს ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში ახალი იდეების და თანამშრომლობის გაზრდის გზების მოძიებას. ამ ფორუმის მიზანი იქნება დისკუსიიდან საქმეზე გადასვლა.
ჩვენ, როგორც მთავრობას, შეგვიძლია ხელის შემწყობის როლის შესრულება, მაგრამ სწორედ ბიზნესებზეა დამოკიდებული ამ შესაძლებლობის გამოყენება. ჩვენი სურვილია, ბიზნესმა ჩვენში დაინახოს სანდო პარტნიორი ამ წამოწყებაში. ჩემი გუნდი მზად არის თქვენთან თანამშრომლობისათვის, რათა თქვენი შემოსვლა საქართველოში იყოს მაქსიმალურად მარტივი და მომგებიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვიმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები