„საქართველო ენერგორესურსების მნიშვნელოვან ექსპორტიორად იქცევა“

საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე გამოუყენებელი ჰიდრორესურსების ოდენობის მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მწვანე ენერგია შეადგენს ენერგიის მოხმარების 90%-ს. მისივე თქმით, მდიდარი და მზარდი ჰიდროელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობებისა და ბუნებრივი აირის მარაგის წყალობით, საქართველო იქცევა ენერგორესურსების მნიშვნელოვან ექსპორტიორად.
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხით. დღესდღეობით ჩვენ ვიყენებთ ამ ტიპის ენერგიის მხოლოდ 20%-ს. ინვესტიციები ამ პრიორიტეტულ სფეროში მოიტანს მნიშვნელოვან ამონაგებს გრძელვადიან ჭრილში.
მდიდარი და მზარდი ჰიდროელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობებისა და აღნიშნული ბუნებრივი აირის მარაგის წყალობით, საქართველო იქცევა ენერგორესურსების მნიშვნელოვან ექსპორტიორად. და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ენერგორესურსების ფასები საქართველოში რეგულარულად მცირდება. ამ ენერგორესურსების წყარო კი სულ უფრო „მწვანდება”.
საქართველო არის შესანიშნავი ადგილი არა მხოლოდ წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისათვის, არამედ ნებისმიერი ინდუსტრიისათვის, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიის დიდ რაოდენობას“, – განაცხადა ღრიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება, რათა დააკავშიროს აზია, ევროპა და შუა აღმოსავლეთი და გააფართოოს ვაჭრობა ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორემდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები