პრემიერი: საქართველო ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას მიიღებს

საქართველო მხარს უჭერს ევროპაში კასპიის ზღვის რეგიონიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ერთადერთ გზას, რომელიც არ გადის რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებსა და მილსადენების სისტემებზე, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ენერგორესურსები არის აბრეშუმის გზის განვითარებისა და ინტეგრაციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.
შარშან შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გამოაცხადა სამხრეთ კავკასიის მილსადენის მასიური გაფართოების (28 მილიარდი დოლარი) შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით.
რამდენიმე კვირის წინ მე ვეწვიე აზერბაიჯანს, რათა საფუძველი ჩამეყარა ამ ახალი მილსადენის პირველი სეგმენტისათვის. ამ ექსპანსიის შედეგად, კონსორციუმი განახორციელებს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას საქართველოში. ამის შედეგად საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სატრანზიტო ხელშეკრულებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები