პრემიერმა საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნებზე ისაუბრა

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა ჯანდაცვასა და განათლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს განათლებისა და ჯანდაცვის რადიკალურ გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით სოფლად“, – აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მთავარ მიზნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზნებია, რომ მიღწეულ იქნას მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე, საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა, ეფექტიანი ფინანსური სისტემები და სტაბილური, პროგნოზირებადი, გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები