უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა ჩატარდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა ჩატარდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება, ცენტრის მიერ დანერგილი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა რეგისტრირებული სტუდენტების 99%-მა მიიღო.

“ელექტრონული ტესტირების მიმდინარეობას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

გამოცდის შედეგები, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, 10 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდება, რომელთა ნახვაც სტუდენტებს სპეციალური კოდის საშუალებით შეეძლებათ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები