ქიოსის კუნძულთან სანაპირო დაცვის გემისა და მიგრანტების ნავის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ქიოსის კუნძულთან, საბერძნეთის სანაპირო დაცვის გემს სწრაფმავალი ნავი შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 მიგრანტი დაიღუპა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

სანაპირო დაცვის ინფორმაციით, თავდაპირველად ზღვიდან 14 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო კიდევ ერთი დაშავებული ქალი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ სამაშველო ოპერაციის ფარგლებში წყლიდან დაახლოებით 24–25 მიგრანტი გადაარჩინეს, მათ შორის ბავშვებიც. დაშავებულები ქიოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავდა ასევე სანაპირო დაცვის ორი თანამშრომელი.

სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო რამდენიმე საპატრულო ხომალდი, ავიაციის ვერტმფრენი და მყვინთავები. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ზღვაში დაკარგულები კვლავ დარჩენილიყვნენ.

შეჯახების ზუსტი გარემოებები ჯერ დადგენილი არ არის და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები