რეფერენდუმი კატალონიაში
კატალონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ინიციატივას, რომელსაც 87 დეპუტატი მიემხრო, 43 წინააღმდეგი აღმოჩნდა, ხოლო სამი კანონმდებელი სხდომას არ ესწრებოდა. კატალონიის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელი არტურ მასი გადაწყვიტილების შესახებ უკვე მილოცვებს იღებს. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კატალონიის პარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო გამოეხმაურა. “თუ სახელმწიფოში არსებულ ავტონომიურ ოლქს დამოუკიდებლობა სურს, მას ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ხოლო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, ის ევროპული გაერთიანების წევრიც გახდეს”, – განაცხადა ბაროზომ. კატალონიის პარლამენტში კენჭისყრის პარალელურად, გარეთ, რეფერენდუმის მხარდამჭერთა და ასევე მის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.