უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი 4-5 თებერვალს გაიმართება
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში 4-5 თებერვალს გაიმართება,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს.
„უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი იგივე დელეგაცია იქნება, რომელიც იქ წინა ჯერზე იმყოფებოდა. მას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი კოსტიუკოვი უხელმძღვანელებს“, – განაცხადა პესკოვმა.