ყირგიზეთში სქესის შეცვლა აიკრძალება
ყირგიზეთი სქესის შეცვლისა და მსგავსი ოპერაციების კანონიერად აკრძალვას გეგმავს.
შესაბამისი კანონპროექტი, რომლის ავტორიც პარლამენტის წევრი მარლენ მამატალიევია, პარლამენტის ვებსაიტზე საჯარო განხილვის განყოფილებაში გამოქვეყნდა.
„კანონპროექტი შემუშავდა ოჯახის ინსტიტუტისა და დემოგრაფიული უსაფრთხოების დაცვის, რესპუბლიკის ეროვნული და კულტურული იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების მიზნით“, – ნათქვამია კანონპროექტის თანმხლებ დოკუმენტში.
ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად ქვეყნის კანონმდებლობაში შეიქმნა სამართლებრივი ხარვეზი, რაც ქმნის წინაპირობებს სამოქალაქო რეგისტრაციის დოკუმენტებში და შესაბამისად, მოქალაქეთა პასპორტებში სქესის ჩანაწერის სამედიცინო ცნობების საფუძველზე შეცვლის შესაძლებლობისთვის.
„ამ პრაქტიკას არა მხოლოდ ყირგიზულ საზოგადოებაში ისტორიული და კულტურული ფესვები არ გააჩნია, არამედ სისტემურ რისკებს შეიცავს დემოგრაფიული პოლიტიკისთვის, საზოგადოებრივი მორალისთვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის“, – ხაზგასმულია დამხმარე დოკუმენტში.