Axios: თურქეთი, ეგვიპტე და კატარი ანკარაში ირან-ამერიკის სამიტისთვის ემზადებიან

ირან-ამერიკის სამიტი, შესაძლოა, ანკარაში გაიმართოს – ინფორმაციას ამერიკული საინფორმაციო გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, თურქეთი, ეგვიპტე და კატარი ამ კვირაში შეხვედრის ორგანიზებას აგრძელებენ.

აშშ-ის მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სხვადასხვა არხებით ირანს აცნობა, რომ მზადაა შეთანხმების მოლაპარაკებისთვის.

ორი რეგიონული წყაროს ცნობით, თურქეთი, ეგვიპტე და კატარი მუშაობენ ამ კვირაში ანკარაში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფსა და ირანის მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე.

სამი ქვეყნიდან ერთ-ერთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროცესი პროგრესირებს და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შესაძლებელია.

“სამი ქვეყანა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციასთან ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე თანამშრომლობდა, ვალდებულია, რეგიონალური ომის თავიდან ასაცილებლად, აშშ-ირანის მოლაპარაკებები გამართოს“,- აცხადებს წყარო.

თეთრი სახლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ირანზე შესაძლო დარტყმის შესახებ და ღიაა დიპლომატიური გადაწყვეტისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები