“უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას” – გივი მიქანაძე

“უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აცხადებს.

როგორც მინისტრი განმარტავს, ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა და დოკუმენტი, რომელიც შემდგომში პრემიერმა საჯაროდ წარადგინა, მიზნობრივ ჯგუფებთან მრავალგზის იყო განხილული.

„მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი დამტკიცება. ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის, სწორედ ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფესიების უზრუნველყოფა, შესაბამისი მიმართულებებით ხარისხის განვითარება და გაუმჯობესება, რაც კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანს, ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისს გახდის, მათ გაუიოლებს სამსახურის მოძიებასა და, შესაბამისად, დასაქმებას მაღალანაზღაურებად მიმართულებებზე“, – აღნიშნავს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები