ირანი თავდაცვითი ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს

ირანის თავდაცვითი პოტენციალი არ იქნება არანაირი მოლაპარაკების საგანი. თეირანი თავდაცვითი ინფრასტრუქტურის განვითარებას აპირებს,- ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ირანელი ერის უსაფრთხოება ჩვენი წითელი ხაზია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი თავდაცვითი ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა მან.

როგორც არაღჩიმ აღნიშნა, არც ერთი ქვეყანა არ ვაჭრობს სხვებთან თავისი თავდაცვითი შესაძლებლობებით და ირანი ამ წესის გამონაკლისი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები