“სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე სააგენტოს გარკვეული სერვისების ალტერნატიული გზით მიღებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება” – შსს-ს მომსახურების სააგენტო 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ვრცელდება დეზინფორმაცია სააგენტოს გარკვეული სერვისების ალტერნატიული გზით მიღებასთან დაკავშირებით.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად გამოცდებზე რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს ვებგვერდისა და აპლიკაციის საშუალებით. ასევე, სააგენტოს სხვა სერვისების მიღება ალტერნატიული პლატფორმების საშუალებით არის შეუძლებელი”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები