ფინეთის რადიოაქტიური და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტო (STUK) აცხადებს, რომ ქვეყანაში ჰაერის ნიმუშებში მცირე რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებები აღინიშნება, თუმცა ისინი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ან გარემოსთვის საფრთხეს არ ქმნიან.
STUK-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, ჰაერის სინჯებში აღმოჩენილი რადიოაქტიური კონცენტრაციები იყო ძალიან დაბალი.
სააგენტო აცხადებს, რომ ეს ნივთიერებები არ მომდინარეობდა ფინეთის ატომური ელექტროსადგურებიდან და წყაროს იდენტიფიცირება ხშირ შემთხვევაში, რთულია.
აგენტოს განცხადებით, მსგავსი დაბალი დონით რადიოაქტიულობა ხშირად ფიქსირდება გარემოს ჰაერის მონიტორინგის სისტემებში და არ არის საშიშროების მომასწავებელი; მსგავსი მონიტორინგი სრულდება სტანდარტული პროგრამების ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით.
STUK-ი აცხადებს, რომ ჰაერის ხარისხისა და რადიოაქტიურობის მონიტორინგს გააგრძელებს.