ინდონეზიაში, სექსისა და ალკოჰოლის მიღების გამო, შეყვარებული წყვილი შარიათის კანონით დასაჯეს
ინდონეზიის აჩეჰის პროვინციაში ქალი და მამაკაცი საჯაროდ დასაჯეს 140 როზგით, რადგან ქორწინების გარეშე სექსსა და ალკოჰოლის მიღებაში დაადანაშაულეს.
თითოეულს მიესაჯა 100 დარტყმა ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 დარტყმა ალკოჰოლის მიღებისთვის.
ქალმა დასჯის დროს, ცემის შედეგად დაზიანება მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
აღნიშნული ქმედება ბოლო 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე უმკაცრეს სასჯელად ითვლება.
აჩეჰის პროვინცია ინდონეზიის ის ნაწილია, სადაც მოქმედებს შარიათის კანონი, რომელიც მკაცრად კრძალავს ქორწინების გარეშე სექსს და ალკოჰოლის მიღებას. მსგავსი სახის დასჯები მხოლოდ ამ რეგიონში გამოიყენება და ქვეყნის სხვა ნაწილებზე არ ვრცელდება.