ზელენსკიმ კრემლის მიწვევას უპასუხა – “პუტინს კიევში ვეპატიჟები”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის წინადადებაზე, რომ მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა მოსკოვში გაიმართოს.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის შეუძლებელია პუტინთან შეხვედრა მოსკოვში. ეს იგივეა, რაც პუტინთან შეხვედრა კიევში. მეც შემიძლია მისი კიევში მოწვევა – დაე, მოვიდეს. თუ გადაწყვეტს, საჯაროდ მოვიწვევ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზადაა ლიდერების დონეზე ნებისმიერი ფორმატის შეხვედრისთვის, თუ ასეთი მოლაპარაკებები ომის დასრულებას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები