ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად, თურქეთს ეწვევა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი 30 იანვარს თურქეთს ეწვევა, რათა ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილოს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ცნობით, მინისტრ ჰაკან ფიდანთან მოლაპარაკებების დროს, სავარაუდოდ, განიხილება თურქეთ-ირანის ურთიერთობების მნიშვნელოვანი როლი რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის.

ფიდანი ასევე დაადასტურებს პოზიციას ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაუშვებლობის შესახებ და გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს სიტუაციის მოგვარებას დიალოგის გზით.

გარდა ამისა, მხარეები, სავარაუდოდ, განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდის ერთობლივ ძალისხმევას.

სხვა თემებს შორისაა ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, თურქეთის მონაწილეობა ღაზას რეკონსტრუქციაში და მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება სირიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები