ვიქტორ ორბანი: უნგრელების 95-მა პროცენტმა უარი თქვა ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებაზე – ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ დავნებდებით

ევროპელთა 3/4 უარყოფს ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას. თუმცა, ამის მიუხედავად, ბრიუსელი აგრძელებს ამ კურსს. მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი მანამ, სანამ მხოლოდ რამდენიმე ევროპულ მთავრობას აქვს ძალა, წინ აღუდგეს ბრიუსელის ნებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, X-ზე წერს.

მისი განცხადებით, უნგრელების 95 პროცენტი ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგია, შესაბამისად, ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, უნგრეთის მთავრობა უკან არ დაიხევს.

“უნგრეთი ერთ-ერთი გამონაკლისია. უნგრელების 95-მა პროცენტმა უარი თქვა ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებაზე, რადგან მათ სურთ დაიცვან ჩვენი ფერმერები, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება და მშვიდობა უნგრეთში.

ჩვენი პატრიოტული მთავრობა ზუსტად იმას აკეთებს, რისი მანდატიც ხალხმა მისცა. ჩვენ არ დავნებდებით, ზეწოლის მიუხედავად.” – წერს ორბანი. https://x.com/pm_viktororban/status/2016765690284327101?s=46

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები