ერდოღანმა ტრამპს ირანთან დაკავშირებით სამმხრივი სამიტის გამართვა შესთავაზა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით სამმხრივი სამიტის გამართვა შესთავაზა,- ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მათივე ცნობით, ერდოღანმა წინადადების შესახებ 27 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
თურქეთის ლიდერმა შეერთებულ შტატებს, ირანსა და თურქეთს სამიტის ჩატარებისკენ მოუწოდა, მათ შორის ვიდეოკონფერენციის გზითაც.
„როგორც ამბობენ, ტრამპი ერდოღანის წინადადებას მიესალმება“, – წერს თურქული მედია.
ასევე, როგორც ცნობილია, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ამ კვირაში თურქეთს ეწვევა თავის კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან შესახვედრად, თუმცა კონკრეტული თარიღები ჯერ არ გამოცხადებულა.