დანიის შეიარაღებულმა ძალებმა გრენლანდიაში წვრთნებისთვის საკრუიზო გემი დაიქირავეს

დანიის შეიარაღებულმა ძალებმა გრენლანდიაში „არქტიკული მდგრადობის“ წვრთნებში მონაწილე ნატოს ჯარისკაცების განსათავსებლად ყოფილი საბჭოთა კავშირის საკრუიზო გემი იქირავეს.

დანიის შეიარაღებული ძალების ვებსაიტის ცნობით, „არქტიკული მდგრადობის“ წვრთნები გრენლანდიაში გასულ კვირას დაიწყო. წვრთნების მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, არქტიკულ პირობებში მოქმედების უნარის შენარჩუნებაა. მონაწილე ქვეყნებია საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ნიდერლანდები, ისლანდია და ბელგია. წვრთნები, სავარაუდოდ, 2026 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„[დანიის] შეიარაღებულმა ძალებმა „არქტიკული მდგრადობის“ წვრთნებში მონაწილე დანიელი და საერთაშორისო ჯარისკაცების განსათავსებლად საკრუიზო გემი დაიქირავეს“, – ნათქვამია დანიის შეიარაღებული ძალების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები