გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ირანის რეჟიმის დღეები დათვლილია.
როგორც მან რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ რეჟიმს ქვეყნის მართვისთვის არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
„ჩემი რწმენა უცვლელია: რეჟიმს, რომელსაც ხელისუფლების შენარჩუნება მხოლოდ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობისა და ტერორის მეშვეობით შეუძლია, დღეები დათვლილი აქვს. ეს შეიძლება კვირების საკითხი იყოს, მაგრამ ამ რეჟიმს ქვეყნის მართვისთვის არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.