მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაც შეიძლება, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, ფსიქოტროპული ნივთიერებების ავადმოხმარება, არასწორი გამოყენება და ამ მიმართულებით კომერციული ინტერესების პრევალირება
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნასა და კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ რაც შეიძლება, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის სააფთიაქო ნარკომანია, ფსიქოტროპული ნივთიერებების ავადმოხმარება, არასწორი გამოყენება და ამ მიმართულებით კომერციული ინტერესების პრევალირება. აუცილებლად ძალიან მკაცრი კონტროლი იქნება და სწორედ ამას ვახორციელებთ ახლა მათ შორის საექიმო საქმიანობაზე, რომელსაც შეხება აქვს რეცეპტების გამოწერიდან დაწყებული სააფთიაქო რგოლების საქმიანობით დამთავრებული“, – განაცხადა მინისტრმა.