გურამ მაჭარაშვილი: ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებულ ფასებზე უფრო მაღალი ფასებია საქართველოში, რაც, ბუნებრივია, რომ დარეგულირებას მოითხოვს

“ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებულ ფასებზე უფრო მაღალი ფასებია საქართველოში, რაც, ბუნებრივია, რომ დარეგულირებას მოითხოვს,”- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა სურსათზე ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მიზანი გახლავთ ის, რომ ფასების რეგულაცია მოხდეს მაქსიმალურად, როგორც პირველადი შესწავლის საფუძველზე გაიგო საზოგადოებამ, ძალიან ბევრ პროდუქტთან დაკავშირებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებულ ფასებზე უფრო მაღალი ფასებია საქართველოში, რაც, ბუნებრივია, რომ დარეგულირებას მოითხოვს. ბუნებრივია, ცდუნებები არსებობს, მათ შორის, ბიზნესში იმისთვის, რომ ორმაგი, სამმაგი და ათმაგი მოგებები არსებობდეს, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია და ამას ამიტომ აკეთებს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები