“წარმოუდგენლად მიგვაჩნია დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ ჩვენ არ გვინდა სუვერენიტეტი და ჩვენ დიდი სიამოვნებით მივცემდით ხმას და მხარს დავუჭერდით, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას. ასეთი აბსურდის თეატრამდე მიიყვანა მოლდოვა იმ პოლიტიკამ, ფსევდოლიბერალიზმმა, „დიფ სთეითის“ კარნახმა, რაც დღეს არის”,- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „დიფ სთეითში“ სუვერენიტეტი არ უყვართ.
„როგორც ჩანს, „დიფ სთეითში“ სუვერენიტეტი არ უყვართ, არ სჭირდებათ ისეთი ერები, სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ თავს, ღირსებას დამოუკიდებლად იცავენ და მათთვის არის დიდი სურვილი ერთფეროვანი მასსის შექმნა, რისკენაც მიისწრაფვიან. როგორც ჩანს, მაია სანდუ ამ მიმართულების დიდი მხარდამჭერი აღმოჩნდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.