შსს-მ წარსულში ნასამართლევი 1 პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარს – 1972 წელს დაბადებულ ზ.დ.- ს , ნაჯახის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
“დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
პოლიციამ ტ.მ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს , რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.