უკრაინაში სახელწოდება ,,მაიდანი“ ბრენდად იქცა
უკრაინის “საქპატენტი” სხვადასხვა პირის და ორგანიზაციის წინადადებებს განიხილავს, რომლებიც ითხოვენ, სიტყვა ,,მაიდანი“ ბრენდის დასახელებად აქციონ. უკრაინელებს სურთ, ეს სახელი თავიანთ პარტიებს, გაერთიანებებს და სავაჭრო მარკებსაც კი უწოდონ. ასეთი მოთხოვნა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ვიტალი კლიჩკოსაც გააჩნია.
ამ დროს კი კიეველი მეეზოვეები საქალაქო ადმინისტრაციის შენობას ასუფთავებენ, რომელიც ,,ევრომაიდნის“ მომხრეებმა 16 თებერვალს დატოვეს. შენობის დაუფთავება რამდენიმე დღეა გრძელდება.