„ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს მიერ ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პირველი, ზოგადად პროცესი რომ შევაფასოთ, 66 ორგანიზაცია დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორც გუშინ განაცხადეს მათ. თავისთავად ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომლის ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მასში წევრობა და ამ ორგანიზაციის ფარგლებში საკითხების განხილვა, აღარ არსებობს, მორღვეულია. როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი და გამოდის ასეთი დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო, ფულის მფლანგველი ორგანიზაციები, თავისთავად აჩვენებს იმას, რომ მათ სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შეყენებული. ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.