ირაკლი ქადაგიშვილი: იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებიც იყვნენ USAID-ის მესვეურები აღიარებენ, რომ მას თავის საქმიანობაში ძირითადი აქცენტი გაკეთებული ჰქონდა სწორედ ისეთ საქმიანობაზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობდა აშშ-ის იმიჯის დაქვეითებას

იმ ქვეყნის ლიდერები, რომლებიც იყვნენ USAID-ის მესვეურები აღიარებენ იმას, რომ USAID-ს სამწუხაროდ თავის საქმიანობაში ძირითადი აქცენტი გაკეთებული ჰქონდა სწორედ ისეთ საქმიანობაზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობდა აშშ-ის იმიჯის დაქვეითებას, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხდებოდა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არალეგიტიმური ჩარევა დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლების სახელის საფარქვეშ.

„ამასთან დაკავშირებით ბევრი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ხმამაღლა საუბრობდა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელის ილონ მასკის განცხადებით, USAID-ი არ იყო უბრალოდ ვაშლი რამდენიმე ჭიით, არამედ იყო ვაშლის ფორმის ჭიების ჩირქოვანი ბურთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები