იტალიელი ტრანსგენდერ-კომუნისტი სოჭში დააკავეს

ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იტალიელი კომუნისტ-ტრანსგენდერი ვლადიმერ ლუკსურია სოჭში პიკეტირების დროს რამდენიმე საათით დააკავეს. მას ცისარტყელის ფონზე შესრულებული პლაკატი ეჭირა წარწერით: “იყო გეი – ეს ნორმალურია”.
“მე ვარ სოჭში, ცისარტყელის ფონზე, პუტინის დასანახად“, – დაწერა მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე. დაკავების შემდეგ ლუკსურიამ დაურეკა ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის უფროსს იმაკულატე ბატალეს, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბატალიას თქმით, მსახიობმა-პოლიტიკოსმა მას  რუსული პოლიციელების უდიერი მოპყრობის გამო შესჩივლა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემა ბონინომ შეშფოთება გამოთქვა ვლადიმერ ლუკსურიას დაკავების გამო.
“რუსეთის ხელისუფლებას 24 საათი ჰქონდა, რომ დაკავებულის შესახებ შეეტყობინებინა. მას ასევე უფლება ჰქონდა,  რომ საკონსულოს დაკავშირებოდა. არც მე და არც   ჩემს არცერთ თანამშრომელს დაკავებულის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია”, – განაცხადა იტალიის კონსულმა მოსკოვში პერგაბრიელე პაპადიამ.
სოჭის პოლიციას დაკავებულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. იტალიის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ისინი სოჭში ჩასასვლელად მზად არიან, თუ დაკავებულ აქტივისტს არ გაანთავისუფლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები