ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ძალაში შევიდა

დღეიდან, 30 დეკემბრიდან, ევროკავშირში მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმი ამოქმედდა.

ევროკავშირის ინსტიტუტების ინფორმაციით, ახალი წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად და ეფექტურად შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთა შემთხვევაში დაფიქსირდება უკანონო მიგრაციის ზრდა, უსაფრთხოების რისკები, წესების სისტემური დარღვევა ან სხვა პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის ინტერესებს აზიანებს.

განახლებული მექანიზმის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიმდინარე წლის ზაფხულში მიაღწიეს. რეგულაცია ოფიციალურად ძალაში შევიდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ.

ევროკავშირის განმარტებით, მექანიზმის ამოქმედება არ ნიშნავს კონკრეტული ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის ავტომატურ შეჩერებას და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შეფასდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები