ეგვიპტეში თვითმკვლელმა ტერორისტმა ტურისტებით სავსე ავტობუსი ააფეთქა

  სამხრეთ კორეელი ქრისტიანი ტურისტებით სავსე ავტობუსი სინას ნახევარკუნძულზე ეგვიპტელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. აფეთქება ისრაელის საზღვრიდან ასიოდე მეტრის მოშორებით, საკურორტო ქალაქ ტაბაში მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი საზღვრის გადასალახ პუნქტთან გაჩერდა. ტერაქტის მსხვერპლი სამხრეთ კორეელი სამი ტურისტი და ეგვიპტელი მძღოლი გახდა. თვითმხილველთა თქმით, 20-25 წლის მკვლელი-ტერორისტი გაჩერებული ავტობუსისკენ გაემართა. კორეელმა გიდმა იგი საეჭვოდ მიიჩნია და შეჩერება სცადა, სწორედ ამ დროს აამოქმედა მან ასაფეთქებელი მოწყობილობა. წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელი სინას მთიანი რეგიონის მცხოვრებია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა სინაზე მოქმედმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ,,ანსარ ბეიტ ალ-მაკდისმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები