ინდოელი მინისტრის მეუღლე სასტუმროში მკვდარი იპოვეს

  ინდოელი მინისტრის მეუღლე, რომელიც ეჭვობდა, რომ მის მეუღლეს რომანი ჰქონდა ჟურნალისტთან, სასტუმროს “Leela Palace hotel”-ში მკვდარი იპოვეს. როგორც გაირკვა, ქალბატონმა მინისტრის ტვიტერის გვერდი გატეხა და საკუთარიმეუღლისა და პაკისტანელი ჟურნალისტის მიმოწერები გამოაქვეყნა.
52 წლის სუსანდა პუშკარის გვამი დელიში მისმა მეუღლემ საში ტარორმა იპოვა, როდესაც დამლაგებლებმა მას დაუძახეს, რადგან ისინი სასტუმროს ნომერში ვერ შედიოდნენ დასალაგებლად.
ბატონი ტარორის პირადი ასისტენტის განცხადებით, ქალი ლოგინში იწვა. მას არანაირი მოწამვლის ნიშანი არ აღენიშნებოდა. ტარორიმ იფიქრა, რომ მას ჩაეძინა, მაგრამ როდესაც შესამოწმებლად მიუახლოვდა, მეუღლე მკვდარი დახვდა.
საში ტარორი პოლიციელებმა დაჰკითხეს. გაირკვა, რომ  მამაკაცმა ტვიტერის გვერდის გატეხვისთანავე  ჟურნალისტთან მიმოწერა წაშალა. მაგრამ საქმეს ამით არაფერი ეშველა. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია “CNN-IBN”-ის და სხვა ინდოური მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა, ქალბატონმა თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები