დავით ჩიხელიძე – “ტვ პირველს”: მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი, ეგ პროპაგანდა გულს თუ მოგფხანთ თქვენ, თორემ კარგად ვიცით ყველამ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კრიმინალი უმკაცრესად აგებს პასუხს
“2 თვე რევოლუციას აანონსებდნენ, 4 ოქტომბერს, აქციაზე მისულებმა გამოაცხადეს – მამაკაცური ძალა დავიძრათ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო. მივიდნენ, ღობე გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ,” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე “ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს და აღნიშნავს, რომ “რევოლუცია ვერ შედგა და ახლა “ტვ პირველი” საქმეს “სასახლის ღობის” სახელით მოიხსენიებს. “
ჩიხელიძის შეფასებით, მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი. მისივე თქმით, სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კრიმინალი უმკაცრესად აგებს პასუხს.
“2 თვე რევოლუციას აანონსებდნენ, 4 ოქტომბერს, აქციაზე მისულებმა გამოაცხადეს – მამაკაცური ძალა დავიძრათ და პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო. მივიდნენ, ღობე გადაანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ. რევოლუცია ვერ შედგა და ახლა “ტვ პირველი” საქმეს “სასახლის ღობის” სახელით მოიხსენიებს. მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში იხილა ყველაფერი, ეგ პროპაგანდა ისევ გულს თუ მოგფხანთ თქვენ, თორემ კარგად ვიცით ყველამ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე ყველა კრიმინალი უმკაცრესად აგებს პასუხს. – წერს ჩიხელიძე.