“საღად და კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი, ვფიქრობ, უკვე მიხვდა ან ხვდება, რომ BBC-ის მიერ სპეციალურად საქართველოსკენ გასროლილი საინფორმაციო ჭურვი იმ ძალით ვერ აფეთქდა, რაც გათვლილი ჰქონდათ” – ანჯაფარიძე

“საღად და კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი, ვფიქრობ, უკვე მიხვდა ან ხვდება, რომ BBC-ის (და მის უკან მდგომთა) მიერ სპეციალურად საქართველოსკენ გასროლილი – Made in England საინფორმაციო ჭურვი იმ ძალით ვერ აფეთქდა, რაც გათვლილი ჰქონდათ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ახლა ამ ჭურვების ნამსხვრევებს იყენებს აქაური უცხოური აგენტურა, რომ იქნებ დააჯერონ და თავისკენ წამოიყვანონ ისინი, ვინც სხვებზე მარტივად იჯერებს ემოციურ სიმართლეს, უყვარს ემოციებით ცხოვრება და სიამოვნებით ყლაპავს ამ საინფორმაციო სატყუარებს.

უცხოელებმა აქაურ აგენტურას ეტყობა უთხრეს – ამისთანა “ბომბა” მოგეცით და ვერ იყენებთო?! ჰოდა ძვრებიან ეხლა ტყავიდან რომ გამოიყენონ”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები