ავარიას ოქროყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ოქროყანის გზაზე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამივე გარდაცვლილი მამაკაცია. როგორც ,,კვირას“ შს სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სსკ-ის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოქროყანიდან მომავალი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები