პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 11 მარტს, მესტიის რაიონში, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109 მუხლის „პ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა არაერთგზის) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები