დავით უსუფაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას ხვდება

  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იუსტიცის სახლში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ თემებს განიხილავენ. უსუფაშვილთან მოლაპარაკებებზე თითქმის ყველა არასაპარლამენტო პარტიის ლიდერი მივიდა. კონსულტაციებში ასევე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად ძიძიგური მონაწილეობს.
“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლის – ალეკო შალამბერიძის შეფასებით, მერებისა და გამგებლების არჩევასთან დაკავშირებით 50%-იანი ბარიერის დაწესების გადაწყვეტილება არასაპარლამენტო ოპოზიციის გამარჯვებაა. მისი თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი დაწყებულია. ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ საარჩევნო გარემოს გათანაბრების მიზნით ხელისუფლება ნაბიჯებს გადადგამს.
“ჩვენ ან მივდივართ სისტემური რეფორმის მიმართულებით, ან არა. როგორც არ არსებობს ნახევრად ორსულობა, ასევე არ არსებობს სანახევრო რეფორმა. ამიტომ ველოდებით წინადადებებს რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები