ირაკლი კობახიძე – Emaar-ის პროექტის წინააღმდეგ სპეკულაციური კამპანია წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამ ოპონენტებმა შეიძინეს ბინების Emaar-ის მიერ განხორციელებულ პროექტში. პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, შეიძინოს ბინები ამ პროექტში საბაზრო ფასების შესაბამისად
Eagle Hills-ის პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ, საბაზრო ფასების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, Eagle Hills-ის პროექტის გარშემო სამწუხარო სპეკულაციები ისმის.
„პროექტის გარშემო სამწუხაროდ გვესმის ხოლმე სპეკულაციები და ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ის, რაც თქვა კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა, როდესაც გვქონდა საუბარი ამ თემებზე. ასეთივე კამპანია წამოიწყეს სერბეთში პოლიტიკურმა ოპონენტებმა Emaar პროექტის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ამ ოპონენტებმა შეიძინეს ბინების Emaar-ის მიერ განხორციელებულ პროექტში. პროექტის ყველა ოპონენტს მინდა ვუსურვო, რომ შეიძინოს ბინები ამ პროექტში და ეს ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ, საბაზრო ფასების შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.