ახალგაზრდა ფოლკლორისტთა 22-ე შეკრება ეროვნულ სასახლეში
ეროვნულ სასახლეში ქართული ფოლკლორისა და ხალხური რეწვის ტრადიციების ჩვენება გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს. “14 ნოემბერს ეროვნული სასახლე ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა 22-ე შეკრებას უმასპინძლებს! 150 ახალგაზრდა ფოლკლორისტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოადგენს ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მდიდარ ჟანრებს – სიმღერით, ცეკვითა და სიტყვით!
სასახლეში 6000-ზე მეტი უნიკალური ზეპირსიტყვიერების ნიმუშია დაცული, პირველი ჩანაწერი 1949 წლით თარიღდება.
დღის პროგრამა:
• ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა;
• თეატრალური პერფორმანსები;
• ხალხურ საკრავთა და ქორეოგრაფიული ანსამბლების ნომრები;
• ახალი თაობის მიერ შესრულებული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები;
ღონისძიების ფარგლებში გამოიცა ხალხური ზეპირსიტყვიერების კრებულის მე-11 ტომი. კრებულში გამოქვეყნებულია იოსებ გრიშაშვილის აქამდე უცნობი ხელნაწერი ლექსი.
თარიღი: 14 ნოემბერი, 10:00 – 16:00 სთ
ადგილმდებარეობა: ეროვნული სასახლე, ,,პირველი რესპუბლიკის დარბაზი”, – აცხადებენ სასახლეში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.