დიეგო მარადონამ ჯვარი 23 წლის მეგობარ გოგონაზე დაიწერა
53 წლის ფეხბურთელმა როსიო ოლივასთან შეუღლების ფაქტი უკვე გაახმაურა. ცნობილია, რომ 23 წლის გოგონა ლეგენდარულ ფეხბურთელთან ერთად დუბაიში ცხოვრობს. უცხოური მედია ამ ისტორიის პიკანტურ დეტალებზეც წერს. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ მარადონას ყოფილმა მეგობარმა ვერონიკა ოხედამ მედიასთან ღიად განაცხადა, რომ ფეხბურთელისგან შვილს ელოდება. ეს მათი მეორე ბავშვი იქნება. თავად მარადონა კი 6 შვილის მამაა. 37 წლის ვერონიკა ირწმუნება, რომ ლეგენდარული სპორტსმენისგან დეკემბერში დაფეხმძიმდა, ეს მაშინ მოხდა, როდესაც მარადონა მეგობარ ქალთან ბუენოს-აირესის სასტუმროში დარჩა. თუმცა, ვერონიკასთან დაკავშირებული ისტორიის მიუხედავად, დიეგომ ახალ მეგობარ გოგონაზე დაქორწინება მაინც გადაწყვიტა და ამის შესახებ მედიასთან პირველად 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს განაცხადა. ცნობილია, რომ წყვილმა ნიშნობა რომის ერთ-ერთი პრესტიჟულ სასტუმროში სწორედ ამ დღეს გადაიხადა. სპორტსმენმა ეს თარიღი ბრწყინვალე წვეულებით აღნიშნა. ცნობილი გამოცემა „Daily Mirror“-ი წერს, რომ მარადონა ვერონიკა ოხედას შვილის აღიარებას არ აპირებს. ლეგენდარული სპორტსმენისგან ვერონიკას 1 წლის ვაჟი უკვე ჰყავს. რაც შეეხება დიეგოს ახალ მეგობარ გოგონას, უცხოური მედიის ცნობით, 23 წლის როსიო ოლივა გასულ წელს ფეხბურთით იყო გატაცებული და არგენტინის ქალთა საფეხბურთო კლუბში თამაშობდა.