ბრიტანული მედია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სტამბოლის მოლაპარაკებებში მონაწილე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცასთან საუბრის შემდეგ, ბრიტანულმა გაზეთმა The Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია.

„ვინაიდან წელს მოლაპარაკებებმა პრაქტიკულად არანაირი პროგრესი არ აჩვენა, ისინი ახლა შეჩერებულია“, – ამბობს კისლიცა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს, რომლებიც ტყვეების გაცვლით დასრულდა. გარდა ამისა, რუსეთმა კიევს დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გადასცა. მხარეებმა ასევე გაცვალეს კონფლიქტის მოგვარების შესახებ მემორანდუმების პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები