უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, სვეტლანა ჰრინჩუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც მან აღნიშნა, თანამდებობა მისი თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

„გადადგომის შესახებ წერილი დავწერე. თანამდებობა ჩემთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და სახალხო დეპუტატების სახელმწიფოს საკეთილდღეოდ მუშაობის შესაძლებლობისთვის, რასაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდი საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, დაწყებული მთავარი სპეციალისტიდან.

კანონი. ჩემი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში კანონის დარღვევა არ ყოფილა. ასეთი ფაქტები პრინციპულად არ შეიძლება არსებობდეს.

რაც შეეხება ჩემს პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ სპეკულაციებს – ამ თემაზე ნებისმიერი სპეკულაცია შეუფერებელია. ყველაფერს საზღვარი უნდა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს“, – წერს სვეტლანა ჰრინჩუკი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები