მიხეილ სარჯველაძე – პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე: პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ეს არის ყველაზე მეტად საჭირო და პირველივე საჭიროებისას მიცემული რჩევა მოქალაქისთვის

„პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ეს არის ყველაზე მეტად საჭირო და პირველივე საჭიროებისას მიცემული რჩევა მოქალაქისთვის, რომელიც ელემენტარული საჭიროების გადაწყვეტისთვის არის აუცილებელი,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის დახარჯვა, მაგრამ “აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე თუ ეს ყველაფერი წარმატებით შესრულდება”.

„პირველადი ჯანდაცვა გვასწავლის, რა შემთხვევაში რომელ ექიმს უნდა მივმართოთ, რა შემთხვევაში არის აუცილებლობა ჰოსპიტალში წასვლისა, როგორ დავიცვათ თავი ცალკეული დაავადებებისგან, ყველაფერი ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა. კარგი პირი უჩანს რეფორმის სრული მასშტაბით დაწყებას, რომელიც იგეგმება მომდევნო წლის დასაწყისში და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ძალიან მაღალი დონის და შედეგზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ მოქალაქეებს. ეს, ასევე, გულისხმობს ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების ზრდას.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის დახარჯვა, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. თუ ეს ყველაფერი წარმატებით შესრულდება, ეს ნიშნავს უამრავ დაზოგილ თანხას მოქალაქისთვის, სახელმწიფოსთვისაც და რაც მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს კეთილდღეობას პაციენტისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები