ტრაგედია პერუში: ავტოსაგზაო შემთხვევას 37 ადამიანი ემსხვერპლა

პერუში ავტობუსის ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 18 – დაშავდა.

ტრაგედია სამხრეთ პერუს რეგიონში, პანამერიკანა სურის გზატკეცილზე მოხდა.

ავარიის ოფიციალურად მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.

ხელისუფლება უკვე გამოეხმაურა ტრაგედიას და საგზაო უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რადგან მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში ხშირად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები